მომავლის საუკეთესო პროფესიები

მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემა და ტექნოლოგიები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მომავალში აღნიშნულ სექტორებში სამუშაო ადგილების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი. „ბიზნეს ინსაიდერმა“ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია გამოაქვეყნა. საუკეთესო ოცეულში ის სამუშაო ადგილები მოხვდა, სადაც ანაზღაურება დიდია და რომლებზეც მოთხოვნა მომავალში გაიზრდება. პირველი ადგილი ექთანმა დაიკავა, რომლის საშუალო წლიური ხელფასი აშშ-ში გასულ წელს 66,640 დოლარი იყო. ექთნის პოზიციისთვის ბაკალავრის დიპლომი საკმარისია. მეორე ადგილზე ოპერაციული მენეჯერი გავიდა, რომელსაც ორგანიზაციაში შესასრულებელი ოპერაციების კოორდინირება ევალება. მისი წლიური ანაზღაურება 97, 270 დოლარი იყო. ხუთეულში ასევე შევიდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიცია, სადაც დასაქმებულს 2014 წელს საშუალოდ 95,510 დოლარის გამომუშავება შეეძლო. ასევე კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი 82,710 დოლარის ოდენობის საშუალო წლიური ანაზღაურებით და ქირურგი სულ მცირე 187, 200 დოლარის ოდენობის საშუალო წლიური ანაზღაურებით. ათეულში კი მოხვდა ბუღალტერი, აუდიტორი, ინფორმაციული სისტემების მენეჯერი და პირადი ფინანსური მრჩეველი.

წყარო

მსგავსი სიახლეები
242 ნახვა