გიორგი კვირიკაშვილმა თავად უნდა განსაზღვროს როგორი ურთიერთობა ექნება ჩემთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ ის არ აპირებს საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლას ახალ პრემიერთან და მმართველ გუნდთან ურთიერთობაში.

როგორც მან “იმედის” ეთერში განაცხადა, როგორი ურთიერთობა ექნება გიორგი კვირიკაშილს მასთან მისივე გადასაწყვეტია.

“გიორგი კვირიკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, მას ბევრი აქვს გასაკეთებელი, საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ასევე პარლამენტთან ეფექტური თანამშრომლობით და წარმატება მინდა ვუსურვო მას ამ გზაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე როგორი რეაქცია ექნება პრეზიდენტს ისეთ მოთხოვნებზე როგორიც არის პრეზიდენტის სასახლის დატოვება, პრეზიდენტმა განმარტა:

“ასეთი ტიპის თემები საერთოდ არ ქმის პოლიტიკას, ასეთი თემები საერთოდ არ მაინტერესებს და ჩემს რადარს მიღმა მიდის. ასეთი განცხადებები არ არის შინაარსობრივი. ბუნებრივია, გიორგი კვირიკაშვილის განსასაზღვრი იქნება როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა იქნება უცვლელი, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოწოდება,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
94 ნახვა