პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მეცნიერები რომლებიც 2015 წელს დაიღუპნენ

2015 წელი მძიმე გამოდგა მსოფლიოსთვის, სამოქალაქო ომები, ლტოლვილების მასობრივი კრიზისი, ტერორისტული აქტების სერიები, მიწისძვრები და სტიქიური უბედურებები.

ამ წელს ბევრი ისეთი ადამიანი დაიღუპა, რომელთა სახელიც მსოფლიო ისტორიაში დამკვიდრდება: მეცნიერები, გამომგონებლები, მსახიობები, ცნობილი პოლიტიკოსები და მუსიკოსები, ლიტერატორები, რეჟისორები, სპორტსმენები.

მოდი, გადავავლოთ თვალი ამ სახელებს.

2015 წლის სამ იანვარს დაიღუპა BBC-ის 26 წლის პილოტი იორდანიაში მუაზ ალ-კასასიბა. მან ავიაციაში სამსახური მხოლოდ 6 წელი მოასწრო. 2014 წლის 24 დეკემბერს მისი თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს. კასასიბას ნათესავები ემუდარებოდნენ ISIS-ის წევრებს, გაეშვათ ახალგაზრდა, არწმუნებდნენ, რომ ის მორწმუნე იყო და გაფრენისას თან ყურანიც კი ჰქონდა. თუმცა, ტერორისტებმა 26 წლის ახალგაზრდა ცოცხლად დაწვეს, გადაიღეს ამის ამსახველი ვიდეო და ინტერნეტით გაავრცელეს. ამის შემდეგ იორდანიის ხელისუფლებამ რამდენიმე ტერორისტი დასაჯა სიკვდილით, რომლებიც მათ ტყვედ ჰყავდათ.

7 იანვარს პარიზში “შარლი ებდოს” რედაქტორი და ჟურნალისტები ემსხვერპლნენ რედაქციაში შეჭრილი ტერორისტების საიდ და შარიფ კუაშების თავდასხმას.

მათ ცეცხლი გახსნეს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონე და ცნობილი კარიკატურისტები. მოგვიანებით ტერორისტების ლიკვიდირება ფრანგულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შეძლო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “არაბული ნახევარკუნძულის ალ-ქაიდამ” აიღო. თავდასხმაში მონაწილეობა დაადასტურა “ისლამურმა სახელმწიფომაც”. “შარლი ებდოს” მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში გაიმართა სოლიდარობის მასობრივი აქციები.

10 იანვარს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი ფრანჩესკო როზი. მან შეძლო ეთანამშრომლა ლუკინი ვისკონტისთან, მიქელანჯელო ანტონიონისთან, ტონინო გუერასთან, სოფი ლორენთან. ის მსოფლიოში აღიარებული კონორეჟისორი იყო და უამრავი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.

19 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმირ კასარევი. ის მოსკოვის დინამოს ფეხბურთელი იყო და დედაქალაქის კლუბის შემადგენლობაში 194 მატჩი ითამაშა. ის ასევე იყო საბჭოთა ნაკრების მოთამაშე და მონაწილეობა 14 შეხვედრაში მიიღო.

23 იანვარს 90 წლის ასაკში საუდის არაბეთის მეფე აბდალლა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი გარდაიცვალა. ის სამეფოს 1996 წლიდან მართავდა. ძალიან ზრუნავდა საკუთარ იმიჯზე და ცდილობდა მსოფლიოს თვალში რეფორმატორად წარმოჩენილიყო. მისი გარდაცვალების მომენტისთვის მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

28 იანვარს ბერძენი მომღერალი, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი დემის რუსო 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. დემის რუსო ცნობილია თავისი სიმღერებით  From Souvenirs To Souvenirs, We Shall Dance и Goodbye My Love, Goodbye. მომღერალმა 40-ზე მეტი სოლო ალბომის გამოშვება მოასწრო.

12 მარტს 66 წლის ასაკში ცნობილი მწერალი ტერი პრეტჩეტი გარდაიცვალა. პრეტჩეტი სატირული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კლასიკოსად ითვლება. მისი რომანი “მაგიის ფერი” ქართველი მკითხველისთვისაც კარგადაა ცნობილი. 2007 წელს მას ალცჰეიმერის დაავადება დაუდგინეს.

29 მარტს გარდაიცვალა ენნ ვუდსი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ქალის ტიტული 28-ჯერ მოიგო. პირველად ეს ტიტული ბრიტანელმა ქალმა 1977 წელს მიიღო, ბოლო “გამარჯვება” კი მან 2010 წელს მოიპოვა.

13 აპრილს გარდაიცვალა ნობელის პრემის ლაურეატი, ცნობილი გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი. მისი რომანი “თუნუქის დოლი” ქართველი მკითხველისთვისაც კარგადაა ნაცნობი. გრასი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, დაჭრილმა კი ერთი წელი ამერიკელების ტყვეობაში გაატარა.

2 მაისს 89 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილი ბალერინა და ბალეტმაისტერი მარინა პლისეცკაია გარდაიცვალა.  მის ყველაზე ცნობილ სოლოდ “გედების ტბაში” შესრულებული ოდეტ-ოდელლის პარტია ითვლება. მან ასევე იცეკვა კარმენის პარტია “კარმენში” და სხვა უამრავი მთავარი პარტია. ის სცენაზე თითქმის 60 წელი იდგა და 800-ზე მეტჯერ იცეკვა.

14 მაისს 89 წლის ასაკში ცნობილი გიტარისტი, ბლუზის მეფედ აღიარებული ბი ბი კინგი გარდაიცვალა. მან 50 ალბომზე მეტი გამოუშვა და აღიარებული იყო ვირტუოზ მუსიკოსად. მიიჩნევენ, რომ მან გავლენა უამრავ როკ-მუსიკოსზე მოახდინა. მათ შორის ჯიმი ჰენდრიქსსა და ჯეკ ვაითზე. ის თავის გიტარას ლუსილს ეძახდა. კარიერის მანძილზე ბი ბი კინგს თხუთმეტი გრემი აქვს მოპოვებული.

23 მაისს 86 წლის ასაკში გენიალური მათემატიკოსი ჯონ ფორბს ნეში გარდაიცვალა. ის გახდა პროტოტიპი “ოსკარზე” წარდგენილი ფილმისა “იმიტაციის თამაში”. ნეში და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში მაშინ დაიღუპნენ, როცა ნობელის პრემიის ანალოგის, უმაღლესი მათემატიკური პრემიის, აბელის პრემიის დაჯილდოებიდან ბრუნდებოდნენ.

8 ივნისს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯუნა დავითაშვილი, რომელიც აღიარებულია ცნობილ მკურნალად. ჯუნა დავითაშვილი იყო ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი.  მის პაციენტებს შორის უამრავი ცნობილი ადამიანი იყო, მაგალითად, ლეონიდ ბრეჟნევი, რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი, ასევე ოსკაროსანი რობერტ დე ნირო. მან რუსეთის დუმის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, 1997 წელს დავითაშვილმა თავი ასირიელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა.

11 ივნისს 91 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილი მსახიობი კრისტოფერ ლი გარდაიცვალა. მისი დაღუპვა განსაკუთრებით განიცადეს “ბეჭდების მბრძანებლის” თაყვანისმცემლებმა, რადგან ლი ტრილოგიაში მთავარი ანტაგონისტის ჯადოქარი სარუმანის როლის ასრულებდა. მან ასევე ითამაშა “ვარსკვლევურ ომებში”. კრისტოფერ ლი ასევე ცნობილია დრაკულასა და ფრანკენშტეინის როლების შესრულებისთვის. 80 წლის ასაკში მან მძიმე მეტალის ჟანრის ალბომის გამოშვებაც შეძლო.

2 სექტემბერი მსოფლიოს მძიმედ გაახსენდება, რადგან ამ დღეს სამი წლის აილან კურდი, სირიელი ლტოლვილი ბიჭუნა დაიღუპა,რომლის ფოტომაც შეძრა მსოფლიო. მისი მშობლების ნავი, რომლითაც ევროკავშირის ზონაში ცდილობდნენ შეღწევას გადაბრუნდა და 3 წლის ბიჭუნას გვამი თურქეთის ქალაქ ბოდრუმის სანაპიროსთან ახლოს გამოირიყა.

16 სექტემბერს გი ბეარი, ფრანგი შანსონიე, კომპოზიტორი და პოეტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას თითქმის ყველა ფრანგული მუსიკალური ჯოლდო აქვს მიღებული. გი ბეარი ცნობილი ფრანგი მსახიობის ემანუელ ბეარის მამაა.

10 ნოემბერს ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუსკმანი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთ ყველაზე ეპატაჟურ ფრანგ ფილოსოფოსად ითვლება. თავიდან მემარცხენე იდეოლოგიის მხარდამჭერმა მოღვაწეობის რაღაც ეტაპზე პოზიციები რადიკალურად შეიცვალა. გლუსკმანი უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის ეკა ზღულაძის მამამთილი იყო.

30 ნოემბერს საბჭოთა კინოს კლასიკოსი, ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. რიაზანოვის ფილმებს “ბედის ირონია ანუ გაამოთ”, “სამსახურეობრივი რომანი”, “ვაგზალი ორისთვის” და ა.შ. ქართველი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს. ელდარ რიაზანოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
158 ნახვა