დავით უსუფაშვილი შეწყალების სკანდალზე: მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ

“ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება. ჩემს მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე?”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  გაზეთ “კვირის პალიტრასთან განაცხადა.

ჟურნალისტვის კითხვაზე “შეწყალების სკანდალზეც მინდა გკითხოთ – ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წელიწად-ნახევრის წინ თქვენც მოგაწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დეპუტატი დაჟინებით ითხოვდა “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას. 

– ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ელისაშვილი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდა. ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა და სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა.

მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ. 2011 წელს, როდესაც “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ვიყავი, კობახიძემ მე მომმართა კითხვით, რა კავშირი ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილს ჩვენს პარტიასთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეწყალებაზე ოფიციალური რეკომენდაციაც გაგზავნა. ვიღაცები გაიძახიან, “კოკაინის საქმეზე” დაკავებულების შეწყალების მოთხოვნა როგორ იკადრაო.

ციხეში ყველა პატიმარს კონკრეტული დანაშაულის გამო აქვს მუხლი წარდგენილი. აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ერთი ადამიანი თვლის, რომ პატიმარი შესაწყალებელია, მეორე კი ფიქრობს, რომ არ არის შესაწყალებელი. კომისიაც იმისთვის არსებობს, ვიღაცის განცხადებას დაეთანხმოს და ვიღაც უარით გაისტუმროს. შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს. ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება. ჩემს მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე? ძიძიგური სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და, შესაძლოა, ვიღაცები დღესაც ფიქრობენ, რომ მან 90-იან წლებში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და სიკვდილს იმსახურებს. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო… – მანანა კობახიძეზე ბევრი რამ თქვით, ეკა ბესელიაზე კი არაფერს ამბობთ, რატომ? – როცა ადამიანები ორთაბრძოლაში არიან ჩართულნი, ყოველთვის ელიან, რომ ვიღაც მათ მხარს დაუჭერს. მე სიმართლის მხარეს ვარ. თუ ეკა ბესელია ან ელისაშვილი, ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
248 ნახვა