,,რუსეთში ადასტურებენ, რომ საქართველოსთვის ვიზების მოხსნა დღის წესრიგში დგას”

„რუსეთში ადასტურებენ, რომ საქართველოსთვის ვიზების მოხსნა დღის წესრიგში დგას“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „აიპრესს“ განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე მოლაპარაკება გაგრძელდება.

„რუსეთთან ვიზების გაუქმებაზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ. ჯერ ვნახოთ ეს ახალი რეჟიმი (რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივება) როგორ იმუშავებს. თვითონ ისინი ამბობენ, ადასტურებენ,რომ ეს დღის წესრიგში დგას“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები
892 ნახვა