„კომპრომატების ომი ახალი წლის შემდეგ დაიწყება“ – მამუკა არეშიძე

ახალი წლის შემდეგ კომპრომატების ომია მოსალოდნელი. ამ პროგნოზს „პრაიმ თაიმთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძე აკეთებს. ექსპერტის თქმით, ბევრი ადამიანის ხელში მასალები შენახულია და შესაბამისი პიარის დაგეგმვის შემთხვევაში, მოხდება ამ მასალების კონცენტრაცია და ერთი მიმართულებით გაშვება. არეშიძე აცხადებს, რომ ასე ხდება ყველგან და ყველა ხელისუფლება და ოპოზცია იყენებს ამ მექანიზმს და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. არეშიძე აცხადებს, რომ ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზე გამოქვეყნებული კომპრომატების ტემპი არ ჩამცხრალა.

„…უბრალოდ კომპრომატების დემონსტრირება არ ხდება ამ ეტაპზე, შესაბამის მომენტს ელოდებიან. წარმოიდგინეთ ყოველ დღე რომ მოხდეს ამის ჩვენება, როგორ მობეზრდება ხალხს. პიარ ტექნოლოგია მთელი ხელოვნებაა, ყველაფერს თავისი დრო და მომენტი სჭირდება. ახლა, ახალი წლების სადღესასწაულო დღეები რომ გადაივლის და წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება აი მაშინ დადგება მათი დემონსტრირების დრო. ეს იქნება ყველაზე ცხელი პერიოდი კომპრომატების ომის გასაჩაღებლად.“ აცხადება მამუკა არეშიძე „პრაიმ თაიმთან“ ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები
206 ნახვა