თავდაცვის სამინისტრო ე.წ. ჰაუპტვახტებს აუქმებს

თავდაცვის სამინისტრო დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეების მოსათავსებელ შენობას, ე.წ. ჰაუპტვახტებს აუქმებს.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებამ უკვე მოამზადა პროექტი, რომელსაც პარლამენტში პირდაპირი მნიშვნელობით დამტკიცება არ სჭირდება.

„მზად გვაქვს ჰაუპტვახტების გაუქმების პროექტი, რომელსაც პარლამენტში არ სჭირდება პირდაპირი მნიშვნელობით დამტკიცება, მაგრამ ასევე ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილია. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მახინჯი სისტემა ქართული ჯარის პრაქტიკიდან გაქრეს. ამის პარალელურად პასუხისმგებლობა დამძიმდება. გვაქვს უკვე კანონპროექტი ამ მიმართულებითაც, განსაკუთრებით იმ ტიპის გადაცდომებზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეუფერებელ საქციელს შეეხება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

პარლამენტში ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მთავრობის მომავალი წევრები კანონმდებლებს საკუთარ ხედვებს და სამომავლო გეგმებს აცნობენ.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
135 ნახვა