რამზან კადიროვი – თარხან ბათირაშვილთან საკუთარი ანგარიშები მაქვს

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, მას თარხან ბათირაშვილთან “საკუთარი ანგარიშები აქვს”. როგორც რუსული მედია იტყობინება, კადიროვმა განაცხადა, რომ მისი ხალხი კვლავ აგრძელებს მუშაობას ბათირაშვილის ლიკვიდირების მიზნით. როგორც კადიროვმა განაცხადა, მას არ სჯერა რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი ერაყში დააკავეს. “ჩვენც ვიყავით დარწმუნებული, რომ ის გავანადგურეთ. ჩემი ადამიანები თავზე ედგნენ, ის კი თითქოს მკვდარი იწვა. ფოტოსურათი გადაიღეს და გამომიგზავნეს. თურმე გადარჩა. ესე იგი ასე იყო საჭირო. მაგრამ არ მჯერა, რომ ის დააკავეს და არც იმას დავიჯერებ რომ მკვდარია, სანამ ამის რაიმე ეჭვი იქნება”, – განაცხადა კადიროვმა. მისი თქმით, ბათირაშვილს “ცუდი დასასრული ელოდება”. “ჩვენი ადამიანიც ჩქარობდა, როცა მისი დაღუპვის შესახებ შეგვატყობინა. თუმცა ჩემი ხალხი მუშაობას აგრძელებს. შიშანთან ჩემი ანგარიშები მაქვს”, – დასძინა კადიროვმა. თარხან ბათირაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით პენტაგონმა აღნიშნული უარყო.

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
423 ნახვა