„მივიდა ნიღბით და იარაღით…ესროლა ბანკის კარებს” – შს მინისტრის მოადგილე ვაკეში მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების მცდელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დილაადრიან მივიდა ნიღბით და იარაღით ბაზალეთზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალში. თანამშრომლებმა და დაცვის პოლიციელმა კარი არ გაუღეს. ესროლა ბანკის კარებს, დაამსხვრია და შიგნით შევიდა ფულის ასაღებად.

ფილიალის დაყაჩაღებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს საპატრულო პოლიციის მამაცმა ოფიცრებმა! ეკიპაჟები: 209, 210, 213; პოლიციელები: ათეულის მეთაური ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, თემურ ასანიძე, კობა ჭულუხაძე, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული – არიან ნამდვილი გმირები!!!

დამნაშავემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა გეგეშიძის ბაღის მიმართულებით. პოლიციელებმა ცეცხლით უპასუხეს და დაედევნენ. ორმხრივი სროლის და დევნის შედეგად პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს! რამდენიმე იარაღი, ჩანთა, ნიღაბი, ფული… ამოღებულია.

პროკურატურა მისცემს პასუხისგებაში და ასევე გამოიძიებს რა კავშირია ამ და სხვა ყაჩაღობებს შორის“, – წერს თალაკვაძე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
295 ნახვა