ზაზა პაპუაშვილი: თბილისი ვეღარ იტევს ამდენ უნიჭო მშენებლობებს!

მთაწმინიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატის მოსმენისას ყურადღება თბილისის იერ-სახეზე გაამახვილა.

“კატასტროფულ მდგომარეობაშია ქალაქში. ეს დღეს და გუშინ დაწყებული პრობლემა არ არის. ეს არის მემკვიდრეობა, რა სიმახინჯეც მიიღო ქალაქმა. 13-14 ივნისმა მიგვანიშნა, რომ ეს ქალაქი ვეღარ  ვეღარ იტევს, ვეღარ იწელება ამდენი უნიჭო გადაწყვეტილებებით, ამდენი უნიჭო მშენებლობებით. როგორ შეიძლება გადანაწილდეს თუნდაც ბიზნესის კუთხით, თუნდაც საქართველოს სხვა რეგიონებში, იმიტომ რომ ყველა აქ არის ჩამოსული, ყველას აქ უნდა ყოფნა.

დავსხდეთ და მოვიფიქროთ. რითაც ფასობს თბილისი, იმ თავისი არქიტექტურული პოეზიით, თავისი პეწით. რას მივუსწროთ. ამის შესახებ თუ არსებობს გარკვეული მასშტაბური კონცეფცია.”, – განაცხადა დეპუტატმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
223 ნახვა