მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს პირველ სხდომას გამართავს

საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს პირველ სხდომას გამართავს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.

მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 38 საკითხს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
146 ნახვა