პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2 000-ზე მეტ ბავშვს საახალწლოდ ფულადი დახმარება დაურიგდა

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს საახალწლოდ ფულადი დახმარება დაურიგდათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სოციალურ მუშაკებს შეხვდა.  გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულსტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით გადაერიცხა ქვეყნის მასშტაბით 2000 -ზე მეტ ბავშვს.

ასევე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ ბავშვებისათვის ახალი წელი კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო.

წყარო

მსგავსი სიახლეები
155 ნახვა