ბაკურიანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ბაკურიანში – ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ქართველი სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურის ბრიგადები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ნუგზარ დიაკონაშვილი “კოხტა გორასა” და “დიდველს” შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა. ის მთიდან წამოსულ ზვავში მოყვა.

ნუგზარ დიაკონაშვილი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. ის 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც საქართველო უნდა წარედგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
170 ნახვა