ზაზა ფაჩულია: ,,ალბათ, მადლობა საკმარისი არ არის”

პირველი კომენტარი გააკეთა ზაზა ფაჩულიამ ALL STAR-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

როგორც იცით, დღეს NBA-მ ALL STAR-ის შედეგების შუალედური მაჩვენებელი გამოაქვეყნა, სადაც ზაზა მე-8 პოზიციას იკავებს.

“გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია”, – წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ALL STAR-ის გამოკითხვა 19 იანვრამდე გაგრძელდება.

Untitled-31

მსგავსი სიახლეები
142 ნახვა