ნავთობის ფასი 10 დოლარამდე დაეცემა – საუდის არაბეთი ვაბანკზე მიდის

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ნაიმის განცხადებით, თვალსაწიერ მომავალში ნავთობის ფასი ერთ ბარელზე მხოლოდ 10 დოლარი იქნება. შავი ოქროს ფასტან დაკავშირებული სენსაციური განცხადება მინისტრმა ჯერ კიდევ ახალ წლამდე 10 დღით ადრე MEES-თან ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა, თუმცა, ეს ინფორმაცია რუსულმა მედიამ არ გაასაჯაროვა. რუსულმა მხარემ ყურადღება ინტერვიუდან ამოკრეფილ რამოდენიმე უმნშვნელო ნაწყვეტზე გაამახვილა, სადაც ნახსენებიც კი არ იყო, ნავთობის ფასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის პოზიციების შესახებ.

ნაიმის განცხადებით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საუდის არაბეთისთვის ბარელი ნავთობის ფასად 10 დოლარიც კი მისაღებია. ბუნებრივია, ეს განცხადება, შეცვლის მოლოდინებს საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ნავთობის ფასის კიდევ უფრო ვარდნის პროვოცირებას გამოიწვევს. შესაბამისად, რუსული მხარისთვის ამ ინფორმაციის გავრცელება, დიდი საფრთხის მატარებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორია ნავთობის ფასი შორეულ პერსპექტივაში, მინისტრმა უპასუხა, რომ ნავთობის ფასის ცვლილების გათვალისწინებით, ამის განსაზღვრა რთულია და შესაძლოა, 10 ან 20 წლის შემდეგაც ისევ 10 დოლარი ღირდეს.

თუკი გავიხსენებთ საუდის არაბეთში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მომხდარ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ქვეყანა ტექნოლოგიურ ოაზისად იქცა, მსგავსი განცხადება სრულიად საფუძვლიანია. საუდის არაბეთმა უკვე იზრუნა ნავთობის მოპოვების ინდუსტრიაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც მოპოვებას და, შესაბამისად, საბოლოო პროდუქტს მაქსიმალურად აიაფებს.

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
320 ნახვა