,,რუსები აცხადებენ – ,,ჩვენ სირიაში მიგვიწვიეს.“ საქართველოსა და უკრაინაშიც მიგიწვიეს?” – ერდოღანი

,,რუსული მხარე აცხადებს, რომ ისინი ომობენ სირიაში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით. რატომ შეიჭერით საქართველოში? უკრაინაში? თქვენ იქაც მიგიწვიეს?“ – ეს კითხვები დასვა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტთან საუბრისას. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასადის რეჟიმი, რომელმაც მიიწვია რუსები სირიაში საომრად, არსებული რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, უკვე დიდი ხანია არალეგიტიმურია.

,,სირიის ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ რუსეთთან ერთად ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს, რუსეთი სირიაში უპირისპირდება არა ისლამურ სახელმწიფოს არამედ ზომიერ ოპოზიციას. ისინი ბომბავენ ასადის მოწინააღმდეგეებს, რაც ყველაზე მთავარია ჩვენს თურქმენ თანამოძმეებს. ცოტა ხნის წინ მე შევხვდი მათ წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ რუსების მხრიდან მიმდინარეობს მათი სოფლების ინტესიური დაბომბვა“- განაცხადა ერდოღანმა.

,,ნიუპოსტი”

მსგავსი სიახლეები
243 ნახვა