დავით სერგეენკო: ჩვენი სტრატეგიაა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება და ხარისხის კონტროლი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, უწყების სტრტეგიაა, რომ მედიკამენტების ფასები შემცირდეს, სამკურნალო საშუალებების ხარისხი მკაცრად გაკონტროლდეს და პირველადი ჯანდაცვა გაუმჯობესდეს.

„მთელ მსოფლიოში არის ტრენდი, რომ ჯანდაცვის დანახარჯები იზრდება. ამიტომ ეს სტრატეგია, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ და დავიწყეთ მუშაობა 2015 წლის ზაფხულში, კერძოდ ხარისხის კონტროლი, მედიკამენტებზე ფასების შემცირება და პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ეს სამი ფაქტორი არის მძლავრი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი და მკაფიო განვითარება პროექტის“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
138 ნახვა