,,რატომ ჰგონიათ ნინიებს და გიგიებს, პატრიარქის შეურაცხყოფა მოაზროვნეთა რიგებში შეიყვანს?”

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და “საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი პატრიარქისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გიგი თევზაძისა და ნინია კაკაბაძის მოსაზრებებზე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ შობისა და პატრიარქის შეურაცხყოფა “მეშჩანების” მასაში არ ჩაძირავს.

“რატომ ჰგონიათ ვიღაც ნინიებს… ან ვიღაც გიგიებს, ამ საშობაო საზეიმო დროს, რომ მაინდამაინც ან პატრიარქის ან შობის დღესასწაულის – ეს 25 დეკემბერს იქნება თუ 7 იანვარს – შეურაცხყოფა მათ პროგრესისტთა მოაზროვნეთა რიგებში შეიყვანს… და არა მეშჩანების მასაში ჩაძირავს?” – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნინა კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იგი წერდა: “მადლობა დედას სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და “ხრუსტალის” ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო”.

შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა საკუთარი მოსაზრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, 4D კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი გიგი თევზაძემ. “არ გეწყინოთ, მაგრამ დღეს, საქართველოში შობის აღნიშვნა არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ,” – წერს “ფეისბუქში” გიგი თევზაძე.

 

,,აიპრესი

მსგავსი სიახლეები
227 ნახვა