თინა ხიდაშელი: საქართველო დგას თურქი ერის გვერდით

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ტრაგედიის მსხვერპლი თავადაც შეიძლება გამხდარიყო, რადგან გასულ კვირას დედასთან და შვილებთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს დილით სტამბოლში მომხდარი საშინელი აფეთქების გამო.  პირადად ჩემი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხსა და განსაკუთრებით, დაღუპულთა ოჯახებს.

მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი, რადგან გასულ კვირას დედასთან და ჩემ ორ ვაჟთან ერთად თქვენს ულამაზეს ქალაქში ვიმყოფებოდი.

საქართველო თურქი ერის გვერდით დგას და მსოფლიოს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში“,-აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

 ,,აიპრესი”
მსგავსი სიახლეები
211 ნახვა