Bloomberg – რუსეთის ეკონომიკას მასშტაბური დეფოლტი და რეცესია ელის

Bloomberg-ის ცნობით რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ნედლეულის – ნავთობის ექსპორტზეა გათვლილი, ბარელზე 50$ ღირებულებით, ისტორიაში ყველაზე ღრმა რეცესია ელის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

ნავთობზე ფასის შემდეგი ვარდნა შეამოწმებს პუტინის ოპტიმიზმის სისწორეს, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე ეტაპი განვლილია, – სარკაზმით აღნიშნავს სააგენტო.

რუსეთის ბიუჯეტის დაბალანსებისათვის აუცილებელია ნავთობის ფასი 80$-მდე მაინც უნდა ავიდეს, მაგრამ რუსეთის ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს მხოლოდ 60 $-მდე აწევას.

„რუსეთი რეცესიის ან სტაგნაციის საფრთხის წინ დადგება, თუ ნავთბზე ფასი 50$-ზე ზევით არ ავა. ეს ხელისუფლებისაგან მოითხოვს ხარჯების შემცირებას, მათ შორის სამხედრო ხარჯების, ისევე, როგორც სარეზერვოი ფონდის დარჩენილი ნაწილის დახარჯვას,“ – განაცხადა ING-ს ეკონომისტმა დიმიტრი პოლევიომ.

„ჩვენ ველით მოკრძალებულ 0,5% ზრდას 2016-ში, მაგრამ ეკონომიკა რეცესიაში დარჩება, თუ ნავთობის ფასი 60$ დოლარს ქვემოთ დარჩება,“ – განაცხადა Royal Bank of Scotland Group Plc-ის რუსეთის ფილიალის წარმომადგენელმა ტატიანა ორლოვამ.

გასული წლის 20 ივლისს Standard&Poors (S&P) იწინასწარმეტყველა რუსეთის დეფოლტი 2-3 წლის შემდეგ, რასაც ე.წ. რეგიონული ვალები განაპირობებს. ყველაზე პრობლემური ამ მხრივ ჩუკოტკაა, სადაც დავალიანება – 144 %-ია შემოსავლებთან შედარებით.

2015-ის ივნისში ნოვგოროდის ოლქმა პირველმა დაუშვა დეფოლტი. ადრე სააგენტო S&P განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთიუს ფედერაციის ერთერთი სუბიექტი ასევე დაუშვებს საბანკო კრედიტების გადახდის გადავადებას, რეფინანსირების თანხებისადმი შეზღუდული ეწვდომის გამო.

S&P-ის ტერმინოლოგიით, ეს ნიშნავს დეფოლტს: “დეფოლტია სიტუაცია, როდესაც მსესხებელმა ვერ შეასრულა სასესხო ვალდებულება თავის დროზე და სრული მოცულობით“, სააგენტო S&P აღნიშნავს რომ პუტინის განკარგულებებით გაზრდილი სოციალური ხარჯები არ უტოვებს რუსეთის რეგიონებს სხვა შანსს, გარდა დეფიციტისა და ვალის გაზრდისარაც არასტაბილურ სიტუაციაში აგდებს მათ – მიმდინარე ხარჯების ვალების მეშვეობით დაფარვის ხარჯზე.

ექსპერტებს არ სჯერათ არც რუსეთის მშპ-ს კვარტალური ზრდისა 2016-ში, არც მისი სწრაფი ზრდისა, და პროგნოზირებენ, რომ მისი ვარდნა ხანგრძლივი პროცესი იქნება.

,,ნიუპოსტი”

მსგავსი სიახლეები
160 ნახვა