რომელია თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები

თბილისის ცენტრალურ ტერიტორიებს შორის, ჰაერის და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, სადაც ხმაურის და გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

ბაგებთან ერთად, ქალაქის ყველაზე მწვანე ზონად კუს ტბის ტერიტორია გვევლინება, ცენტრიდან შედარებით მოშორებით მყოფ უბნებში კი, მოწინავე პოზიციას ვაშლიჯვარი იკავებს.

კვლევა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა უბნების რეიტინგის მეორე ადგილს დიდი დიღმის, თემქის, ორხევის, ლოტკინის და ნავთლუღსა და ფონიჭალას შორის მდებარე ტერიტორიები იკავებენ. დაბინძურების დაბალი  მაჩვენებლებით ორთაჭალის, ვაზისუბნის, საბურთალოს, დიდუბის, ვეძისის და გლდანის მიდამოები არიან წარმოდგენილი.

რაც შეეხება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ტერიტორიებს, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი – ვერა გამოირჩევა.

შემდეგ საფეხურს სოლოლაკი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და აღმაშენებლის გამზირი იკავებენ. ჰაერის შემცველობაში მყოფი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების  აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფილარმონიის მახლობლად კოსტავაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, ორთაჭალის ხიდის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე, მიმდებარე ქუჩებზე, ჭავჭავაზის გამზირზე, აბაშიძისა და ჩარგლის ქუჩებზე ფიქსირდება.

ამ ეტაპზე თბილისის გარეუბნების დაბინძურების „ცხელ წერტილებს“  გაუქმებული ნაგავსაყრელები _ გლდანი და იაღლუჯა წარმოადგენენ: იქ ნარჩენები აღარ მიიღება, მაგრამ, მუდმივად მიმდინარე აალების პროცესების და დაგროვილი ნაგვის წვის გამო გამოყოფილი მავნე ნივთიერებები მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეს უქმნის.

ხმაურის ყველაზე დრამატული მაჩვენებელი ვარაზისხევში აღინიშნება: თუ 7 საათიდან 23 საათამდე ზღვრულად დასაშვები მაჩვენებელი მხოლოდ 75 დეციბილია, აღნიშნულ ადგილზე პიკის საათებში ხმაურის დონე 78-80დეციბილს აღწევს.

თბილისის ეკოსისტემის დაბინძურების გამომწვევი ერთ-რთი გარემოებას როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურად შექმნილი გამწვანებული ზონების სიმცირე წარმოადგენს.  ქალაქში, სადაც ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, სავალდებულო გამწვანებული ტერიტორია ერთ მოსახლეზე 15 მ2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, თბილისის შემთხვევაში კი, აღნიშნული მაჩვენებელი 13.0 მ2-ს არ  აღემატება. ვაკის პარკის გარდა, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მთაწმინდის, ლისის ტბის და თბილისის ზღვის პარკები საცხოვრებელი უბნებიდან საკმაოდ შორსაა. ამიტომ, მათი ზემოქმედება გარემოზე ძალიან მცირეა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღესდღეობით თბილისში ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი ტრანსპორტის გამონაბოლქვია – მის შემცველობაში არსებული 200-ზე მეტი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება ორგანიზმისათვის ძალიან საშიშ ქიმიურ გარემოს ქმნის და ისეთ დაავადებებს იწვევს,როგორებიცაა ასთმა, პლევრიტი, ფილტვის სიმსივნე, სტრესი და ფსიქიური აშლილობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილების უმეტესობა მოძველებული და გაუმართავია, ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების რაოდენობა გაორმაგებული ინტენსივობით უნდა წარმოვიდგინოთ.

ცნობისთვის: 2014 წლიდან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის შედეგებიც დიდ ბრიტანეთში იგზავნება და ჰაერის მდგომარეობის შესახებ

,,პრესა.ჯი”

მსგავსი სიახლეები
906 ნახვა