ხალხს ღმერთით აშინებს – გოგი გვახარია პატრიარქს აკრიტიკებს

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, კინომცოდნე გოგი გვახარია პატრიარქს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს:

„რომ ლოცულობს და წირვას ატარებს, ეს ეკლესიისთვის ნორმალურია და არა მგონია ძაან საქილიკო იყოს: მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვა ყველაზე დიდი საქმეა
აი ღმერთი რომ მილიციონერის როლში გამოჰყავს, ხალხს ღმერთით აშინებს, იმის მაგივრად რომ განათლებისკენ, ბუნების შესწავლისკენ მოუწოდოს ახალ მითებს იგონებს ზარებზე.. ეს კი ნამდვილად პრობლემაა. რადგან ეს უკვე არც ქრისტიანობაა. ადამიანების დაშინების სურვილია, რათა მერე უფრო ადვილად ატარო აქეთ იქით. უფრო მეტიც, ნიჭიერ ხალხსაც კი შენი უნიჭო მუსიკა ამღერო ცრემლიანი თვალებით“, – წერს გოგი გვახარია.
მსგავსი სიახლეები
1,489 ნახვა