რუსეთმა ცხინვალში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც რუსული სამხედრო ბაზიდან 2 ათასამდე სამხედრო და 500 ერთეული შეიარაღებული ტექნიკა მონაწილეობს.საველე მანევრების დროს ყურადღება გამახვილებული იქნება თითოეული სამხედროს ცალკეულ მომზადებაზე.

წვრთნებში ჩართულია თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიც. წვრთნები ოკუპირებულ რეგიონში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

,,პირველი  რადიო”

 

მსგავსი სიახლეები
190 ნახვა