სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს სამი დღეა უშედეგოდ ეძებენ

ზუგდიდის საოლქო პროკურორი ვახტანგ (პაატა) ქირია მე-3 დღეა სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

როგორც “აიპრესს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა ქირია 2 დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა და არც ოჯახთან ჰქონია კონტაქტი.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი, ვახტანგ ქირია თითქმის 2 დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან  გასულა კონტაქტზე, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით”.

,,აიპრესი

მსგავსი სიახლეები
167 ნახვა