არჩილ კაიკაციშვილი: ,,პროკრედიტ ბანკმა” თანამშრომელი ღმერთის ხსენების გამო დაითხოვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ უმნიშვნელოვანესი განმარტებები გააკეთა და უკვე დადასტურებულ ფაქტებად წარმოგვიდგინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებები მოტივები.” – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

“გარდა იმისა, რომ ანა მ. ბანკმა გაათავისუფლა პიროვნული შეუთავსებლობის საფუძვლით, აღნიშნულის შესახებ ვრცლად არის მსჯელობა სასამართლოს განჩინებაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. იქედან გამოდმინარე, რომ ბანკმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა ანა მ.-ს გასათავისუფლებლად, მის ე.წ. „არაკომპეტენტურობასთან“ ერთად, მიზეზად დაასახელა, რომ კლიენტებთან დამშვიდობების დროს, ანა მ. მათ მიმართავდა ფრაზით: „ღმერთმა დაგლოცოს“. მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

ვფიქრობ, პირველად მოხდა ჩვენს საბანკო სისტემაში, როდესაც ღმერთის ხსენების გამო, ადამიანი, თანაც, უკანონოდ გაათავისუფლეს. ეს არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველ ფაქტად და ჩვენ მომხრე ვართ, აღნიშნულს მიეცეს შესაბამისი შეფასება, რეაგირება. ბანკმა საჯარო განმარტებები უნდა გააკეთოს აღნიშნულ საკითხზე და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას. „პროკრედიტ ბანკის“ მხრიდან არსებული მიზეზებით, თანამშრომლის დათხოვნა, სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნიშნით ადამიანის დევნა, რელიგიური დისკრიმინაცია, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა. გამაოგნებელია ის გარემოებაც, რომ ბანკი თავის არც ერთ პოზიციაში, არც შესაგებელ სარჩელშიც, თანამშრომლის დათხოვნას ღმერთის ხსენების გამო, არ უარყოფს. პირიქით, მე ვიყავი გაოგნებული, როდესაც მხარის ინტერესების დამცველი, აღნიშნულის შესახებ, მეტი დაბეჯითებით საუბრობდა სასამართლო სხდომებზე. არსებობს აღნიშნულის აუდიო-ოქმებიც. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ არის, რაიმე ფორმით ბანკის საქმიანობას მიადგეს ჩრდილი, მისი იმიჯი და რეპუტაცია შეილახოს, ჩვენ ვმსჯელობთ მიღებული გადაწყვეტილების და დავის ფარგლებში, თავად თანამშრომლის გათავისუფლება დასახელებული მოტივებით, არის ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიისთვის საშიში, ცუდი და მიუღებელი ტენდენცია, რასაც სჭირდება წინ აღდგომა და სათანადოდ შეფასება. ჩვენ, ორგანიზაცია აუცილებლად მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. მივმართავთ საქართველოში გერმანიის საელჩოს, მივმართავთ შესაბამის ინსტიტუციებს, რათა მომავალში გამოირიცხოს და არ მოხდეს რელიგიური მოტივებით ადამიანების სამსაუხრებიდან გაშვება, რომლის ტენდენციაც, „პროკრედიტ ბანკმა“ გააჩინა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ბანკმა საზოგადოების წინაშე უნდა მოიხადოს ბოდიში“ – ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.

ვრცლად საქმის შესახებ, გთხოვთ იხ: http://barristers.ge/ge/page/news_item/692”

“აიპრესი” აღნიშნულ საკითხზე პროკრედიტ ბანკსაც დაუკავშირდა, როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის ხელმძღვანელი ნატო ბოჭორიშვილი განმარტავს, ბანკის თანამშრომლის განთავისუფლების მიზეზი არაკომპეტენტურობა იყო. სხვა დეტალებზე საუბრისგან ბანკის წარმომადგენელი თავს იკავებს და აცხადებს, რომ განცხადებას აღნიშნულ საკითხზე “პროკრედიტ ბანკი” ხვალ გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
202 ნახვა