მამუკა კუჭავა: ბიძინა კუჭავას და ვახტანგ ქირიას დაპირისპირება არ ჰქონიათ

„ 20 წელია „საქართველოს ხმის“ დირექტორი ვარ. ბიძინა კუჭავა არასდროს ჩარეულა არც ტელევიზიის და არც რადიოს საქმიანობაში. ის ჩემი მოგვარეა და მე მისი შვილის ნათლია ვარ. ჩვენ ბიზნესპარტნიორები ვიყავით“, – ამის შესახებ „საქართველოს ხმის“ დირექტორმა მამუკა კუჭავამ „აიპრესს“ განუცხადა.

მამუკა კუჭავას თქმით, სამართალდამცავებმა წუხელ 04:30 საათზე წაიყვანეს და გამოკითხეს, ქონდა თუ არა ბიძინა კუჭავას „საქართველოს ხმის“ ოფისში კაბინეტი, რათა ჩხრეკა ჩაეტარებინათ.

„3 დღის წინ ვესაუბრე ბიძინა კუჭავას. მან მოკითხვის მიზნით დამირეკა და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრეთ.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, წუხელ 04:30 საათზე წამიყვანეს. მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი უსაუბრიათ. მოიკითხეს, ბიძინას ოფისში, სადაც რადიო არის, ქონდა თუ არა კაბინეტი. უნდოდათ ჩხრეკა ეწარმოებინათ, მაგრამ ბიძინა იმ ოფისში არასდროს მჯდარა, სადაც ჩვენ ვართ და ამის შემდეგ ეს არ ჩატარდა“, – აღნიშნა მამუკა კუჭუხიძემ.

მას არ აქვს ინფორმაცია, დასრულდა თუ არა ბიძინა კუჭავას ცხედრის ექსპერტიზა.

„ახლა ოჯახში ვარ, მეუღლეს ველოდებით, მოვლენ და გავარკვევთ. აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რასაც საინფორმაციო წყაროები იძახიან, რაზე დაყრდნობით იძახიან ესეც არ ვიცი“, – განაცხადა მამუკა კუჭუხიძემ.

მისი თქმით, ბიძინა კუჭუხიძესა და გარდაცვლილ პროკურორ ვახტანგ ქირიას შორის დაპირისპირება არ ყოფილა.

„ისინი, მე რამდენადაც ვიცი შორეული ნათესავები არიან, დაპირისპირება მითუმეტეს არ ყოფილა“, – აცხადებს „საქართველოს ხმის“ დირექტორი.

მსგავსი სიახლეები
292 ნახვა