ავსტრიამ შენგენის შეთანხმების მოქმედება დროებით შეაჩერა

ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა გაზეთ Österreich-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ავსტრია შენგენის შეთანხმების მოქმედებას დროებით აჩერებს.

ფაიმანის განცხადებით, თუ ევროკავშირს არ ძალუძს თავისი შიდა საზღვრების დაცვა, შენგენის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ყველა სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს საკუთარი საზღვრების კონტროლი.

მისივე თქმით, ავსტრიაში შესული ყველა მოქალაქე სათანადო შემოწმებას გაივლის. მათ, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვთ ან არ აპირებენ, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცემათ.

ვერნერ ფაიმანმა იმედი გამოთქვა, რომ მიგრაციის კრიზისი ევროპის მასშტაბით მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მთლიანად ევროკავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მსგავსი სიახლეები
131 ნახვა