ვინ არის კაცი, რომლის ტექსტებითაც ბარაკ ობამა საუბრობს – რამდენს უხდიან თეთრი სახლის მთავარ “სპიჩრაიტერს”

13 იანვარს, ბარაკ ობამამ პრეზიდენტის პოსტზე ამერიკელ ხალხს უკანასკნელად მიმართა. მისი გამოსვლა გრძელი და როგორც ერთხმად აღინიშნა, შთამბეჭდავი იყო. თეთრი სახლის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ობამა თავის “სპიჩრაიტერებთან” ერთად ხსენებულ მოხსენებაზე მუშაობს. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე, პრეზიდენტის “სპიჩრაიტერების” გუნდის ხელმძღვანელს კოდი კინენს თეთრის სახლის ოვალურ კაბინეტში ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი, მის წინ კი პრეზიდენტი დგას, ასევე მაგიდაზე შემოდებული ფეხით. ფოტოს შემდეგ, კინენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა.

35  წლის კოდი კინენი 2013 წლიდან უდგას სათავეში იმ გუნდს, რომელიც პრეზიდენტის მოხსენებას ამუშავებს.

მას ნორსვესტის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის ტედ კენედის ოფისში მუშაობდა, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ჰარვარდის კენედის სკოლაში. 2008 წელს კინანი ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა. 2009 წლიდან ის პრეზიდენტის რეფერენტების ჯგუფის დირექტორის – ჯონ ფავრიუს მოადგილე იყო, ხოლო 2013 წელს, როდესაც ფავრიუმ თეთრი სახლი დატოვა, კინენი ჩაუდგა სათავეში “სპიჩრაიტერებს”.

კოდი კინენს თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თანამდებობაში “პრეზიდენტის ასისტენტი და რეფერენტების ჯგუფის დირექტორი” აქვს მითითებული. მისი თანამდებობრივი სარგო კი წელიწადში 172 000 დოლარს შეადგენს.

წყარო
მსგავსი სიახლეები
150 ნახვა