ლეონიდ ჩერნოვეცკი: საქართველოს მოქალაქეებს კაზინოებში თამაში უნდა აეკრძალოთ

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პარტია “ბედნიერი საქართველოთი” აპირებს, სოციალურ ქსელში პარტიის იდეოლოგიებსა და ხედვებზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილი აქვს, რომ ცხოვრების დარჩენილი დღეები საქართველოში გაატაროს და ქვეყანას ის კანონპროექტები, ცვლილებები შესთავაზოს, რომელთა განხორციელების საშუალება კიევში არ მიეცა.

ჩერნოვეცკის ხედვა თავისი პროგრამის მიხედვით ასეთია:

1. მოქალაქეების პირდაპირი პეტიციებისთვის შემოღებულ იქნას პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდი, სადაც ყველა კითხვაზე იქნება გაცემული შესაბამისი პასუხი (ამისთვის შეიქმნას ქოლ-ცენტრი), ხოლო ის პეტიციები,რომლებიც 25 ათას ხმაზე მეტს დააგროვებს,იმ შემთხვევაში თუ აბსურდული არ იქნება, გადაიქცეს კანონებად.

2. აეკრძალოს საქართველოს მოქალაქეებს კაზინოში და ანალოგიურ აზარტულ დაწესებულებებში თამაში. მოხდეს კაზინოების საიტების ბლოკირება!

3.აეკრძალოთ ბანკებს და კერძო პირებს კრედიტების გაცემა იპოთეკით, თუკი კრედიტის ამღები პირი არ დაამტკიცებს, რომ საცხოვრებლად სხვა საცხოვრებელი გააჩნია!

ამასთანავე:

ა. უნდა მოხდეს საცხოვრებელიდან გასახლების აკრძალვა.

. დაწესდეს უფასო იურიდიული მომსახურება ყველა ღარიბი მოქალაქისთვის, რომელსაც საკრედიტო დაწესებულებებთან სასამართლო დავა აქვს.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
228 ნახვა