ზურა ქადაგიძე: ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ!

„ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ხელისუფლებას მიმართავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ირანული გაზის ევროპისათვის მიწოდების რამდენიმე სავარაუდო მარშრუტი. ერთი-ერთი მათგანი გულისხმობს ახალი გაზსადენი მილის მშენებლობას და ირანული გაზის საქართველოს გავლით ევროპაში გატანის პერსპექტივას. ქადაგიძის თქმით, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ:

„მოგეხსენებათ რამდენიმე საათი გავიდა მას შემდგომ, რაც ირანს ამერიკამ და ევროკავშირმა სანქციების დიდი ნაწილი მოუხსნა, რაც ირანს აძლევს წვდომის შესაძლებლბას მის გაყინულ აქტივებზე (50 მილიარდი დოლარი). ასევე მას აქვს შესაძლებლობა თავისი ენერგორესურსები უფრო ეფექტურად გამოიყენოს და ის მსოფლიოს მიაწოდოს.ირანს შეუძლია, უკვე შემდეგი კვირიდან, მსოფლიოს მიაწოდოს 500 ათასი ბარელი ნავთობი. მსოფლიო ბაზარზე დღეს არსებული ჭარბი მიწოდების ფონზე ეს გამოიწვევს ნავთობის კიდევ უფრო გაიაფებას. ირანს ასევე შეუძლია ევროპა მოამარაგოს გაზით, ეს საკითხი კი პირდაპი კავშირშია ჩვენს ქვეყანასთან. (ბოლო მონაცემებით ირანი გაზის მსოფლიო მარაგების 18% ფლობს, რუსეთი 17% აზერბაიჯანი კი მხოლოდ 0.8%). ფაქტია, რომ ირანი გაზის მარაგებით ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. არსებობს ირანული გაზის ევროპისათვის მიწოდების რამდენიმე სავარაუდო მარშრუტი, ერთი-ერთი მათგანი გულისხმობს ახალი გაზსადენი მილის მშენებლობას და ირანული გაზის საქართველოს გავლით ევროპაში გატანის პერსპექტივას. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა, რათა ირანს შევთავაზოთ ორივე მხარისათვის ხელსაყრელი და საუკეთესო პირობები. ირანული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შემთვევაში, საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა უფასოდ ან შეღავათიან ფასად მიიღოს ბუნებრივი აირი, რაც შეამცირებს ქვეყნის ენერგო დამოკიდებულებას ერთ რომელიმე მომწოდებელზე, ხოლო მეორეს მხრივ მოხდება ენერგო ბაზრის დევერიფიკაცია, რაც გამოიწვევს ფასების სტაბილურობას და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას”, – ნათქვამია ქადაგიძის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორს” მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები
120 ნახვა