2016-2017 წლებში უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იქნება

2016-2017 წლებში უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა კენჭისყრით მიიღეს.
უკრაინის გარდა, არამუდმივ წევრად აირჩიეს ეგვიპტე, სენეგალი, ურუგვაი და იაპონია.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაეროს გადაწყვეტილებას “დიდი საერთაშორისო მიღწევა” უწოდა, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას საკუთარი ინტერესები მეტად დაიცვას.
გაეროს გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს ახლად არჩეულ წევრებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის.
გაეროს უშიშროების საბჭო 15 სახელმწიფოსგან შედგება, აქედან 5 მუდმივი, 10 კი – არამუდმივი წევრია. საბჭოს რეზოლუციებზე ვეტოს დადების უფლება მხოლოდ მუდმივ წევრებს – აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
148 ნახვა