Abrams – საქართველოში მალე თანამედროვე ამერიკული ტანკები გამოჩნდება

სულ მალე ამერიკული ტანკები საქართველოში გამოჩნდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო მანქანა ABRAMS-ი საქართველოში პოლიგონებზე მალე გამოჩნდება.

Abrams -ის წარმოება ამერიკაში 1978 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ის ამერიკის ძირითად საბრძოლო ტექნიკას წარმოადგენს. ტანკის მოდერნიზაცია პერიოდულად ხორციელდება.

ამერიკული ტანკების საქართველოში გამოჩენა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაანაონსა. თინა ხიდაშელის განცხადებით სამხედრო ტექნიკა ქვეყანაში ძალის დემონსტრირებისთვის არ შემოდის.

პასუხი კითხვაზე შეაჩერებს თუ არა ამერიკული ტანკები რუსულ აგრესიას თავდაცვის მინისტრს არ გაუცია, თუმცა ხიდაშელი ღიად საუბრობს იმაზე, რომ სამხედრო ტექნიკის გარდა მთავარი მოკავშირისგან ოფიციალური თბილისი სხვა დახმარებასაც იღებს.

ცნობილი ხდება, რომ ავღანეთიდან საქართველოში ამერიკულმა სარდლობამ 70 ტონა სამხედრო ტვირთი გამოაგზავნა, თბილისი ქაბულის გავლით ვაშინგტონისგან დამატებით ტვირთს ელოდება.

სანამ საქართველოში ამერიკული ტანკები გამოჩნდებიან, ქვეყნის სხვადასხვა პოლიგონებზე რამდენიმე საერთაშორისო წვრთნა ჩატარდება.

 

,,რუსთავი 2”

მსგავსი სიახლეები
406 ნახვა