ზაზა ფაჩულია: All Star-ის თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა

,,ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში”, – წერს ზაზა ფაჩულია საკუთარ facebook გვერდზე.

“ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ძალა ერთობაშია”, – წერს ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ფაჩულიას All Star-ში მოსახვედრად სულ რაღაც 14 217 ხმა დააკლდა. ზაზას სან ანტიონიოს ფორვარდმა კავაი ლეონარდმა გაუსწრო.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
152 ნახვა