საქართველოში ყინვის გაძლიერებაა მოსალოდნელი

“ტემპერატურის კლება შემდეგ დღეებშიც გრძელდება. შესაბამისად გზები მოიყინება. 26 და 27 იანვარს ყინვები გაძლიერდება დაბლობსა და ბარში”,- ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

“დასავლეთ საქართველოში დაწყებულია ცივი ჰაერის მასების მოქმედება. ტემპერატურა დაიკლებს 2-დან 7 გრადუსამდე იქნება ბარში, ხოლო მაღალმთაიან რაიონებში ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ თბილი ჰაერის მასებში ვართ. დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება წვიმა, მთაში თოვლი, შესაბამისად მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა. დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში ნავარაუდებია თოვლჭყაპი. მაღალმთიან რაიონებში კი თოვა, ზოგან ძლიერი.

ტემპერატურის კლება შემდეგ დღეებშიც გრძელდება. შესაბამისად გზები მოიყინება. 26 და 27 იანვარს ყინვები გაძლიერდება დაბლობსა და ბარში”,- განაცხადეს სააგენტოში.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
400 ნახვა