გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს

წევრობის საფასურის გადაუხდელობის გამო, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს. როგორც სააგენტო “AP” იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მიიღო.
ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს ვენესუელას, დომინიკას რესპუბლიკას, ბურუნდის, ლიბიას და სხვა. ვენესუელას, რომელიც წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, 3 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.
გაერო-ს სასანქციო სიაში თავდაპირველად ირანიც იყო დასახელებული, თუმცა ქვეყანამ დავალიანება ბოლო მომენტში გადაიხადა.
ამასთანავე, დავალიანების მიუხედავად, გაერო-მ არ ჩამოართვა ხმის უფლება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იემენი და სომალი, რადგან ორივე სახელმწიფოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
333 ნახვა