„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდა

„გაზპრომმა“ ევროპის ქვეყნებში იანვრის პირველი ნახევრის მონაცემებით, გაზის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმაც განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ზრდა იყო მთავარ მომხმარებელ ქვეყნებში. კონკრეტულად, გერმანიაში ექსპორტი 42,1 პროცენტით, დიდ ბრიტანეთში 170,2 პროცენტით, იტალიაში 23,4 პროცენტით, პოლონეთში 58,1 პროცენტით, საფრანგეთში 22.8 პროცენტით, ხოლო ავსტრიაში 75,5 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნა მილერმა.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებშიც გაიზარდა. ზრდამ 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 29,4 პროცენტი შეადგინა. საერთო ჯამში აღნიშნულ რეგიონში იანვრის პირველ ნახევარში 7.75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი განხორიელდა.
მანამდე „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ 2015 წლის განმავლობაში 2014 წელთან შედარებით გაზის ექსპორტი არა დსთ-ის წევრ ქვეყნებში 8 პროცენტით გაიზარდა და 159.4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

 

www.bpn.ge

მსგავსი სიახლეები
144 ნახვა