ფონდი ,,ქართუ,” 40 მილიონი და გრანდიოზული პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში – ,,აბესალომ და ეთერი”

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს, ფონდ „ქართუ”-ს ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო, რომლის პროექტის მთავარი არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილია.

პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები:

– სარემონტო სამუშაოების შედეგად გამაგრდა ფუნდამენტი, ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა სახურავი;

– განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახეც შეუნარჩუნდა ოპერის ფასადს და ინტერიერს.

– სრულად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია.

– გაფართოვდა საორკესტრო ორმო;

– დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები;

– სრულად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები;

– რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი;

– თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა 2 დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი)

– სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს;

– რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებული 100-ნათურიანი ბროლის ჭაღს;

– თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით;

– გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (გაკეთდა მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი).

– თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო;

– გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი” სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.

ამასთან, ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, შეძენილია “პანასონიკის” ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა “ვაგნერმა” და სერბეთის ფირმამ “სვეტლიოსტმა” დაამონტაჟა თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა “ზალცბრენერმა” თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პროცესში ჩართული იყო “ქართუ ჯგუფის” ასეულობით თანამშრომელი. ჯამურად, სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში “გერიეცი” სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, თეატრის ფარდა დაიბეჭდა.

ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნება. “აბესალომ და ეთერის” პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.

a47246b

a47247b

a47248b

a47250b

a47253b

a47251b

 

 

მსგავსი სიახლეები
351 ნახვა