ევროკავშირი თურქეთისთვის 3 მილიარდ ევროს გამოყოფს – ფედერიკა მოგერინი

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, დევნილთა კრიზისის გადასაწყვეტად, თურქეთი ევროკავშირისგან 3 მილიარდ ევროს მიიღებს.
ამის შესახებ მოგერინიმ, ანკარაში თურქ მაღალჩინოსნებთან შეხვედის შემდეგ განაცხადა.ფედერიკა მოგერინი და ვეროკომისარი იოჰანეს ჰანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
როგორც ევროკომისარმა განაცხადა , ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება თურქეთის მიერ გატარებულ ზომებს, რომლებიც ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების მიმართ ტარდება.

 

,,ნიუპოსტი”

მსგავსი სიახლეები
99 ნახვა