გოგლა ჟვანია: მოსალოდნელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყოს პროვოკაციები

საპარლამნეტო უმრავლსობის წევრმა გოგლა ჟვანიამ აიპრესთან გარდაბანში მიმდნარე საარჩევნო პოცესზე ისაუბრა. მსი თქმით, მოსალოდნელია რომ ნაციონალურო მოძრაობის მხრიდან იყსო პოროვოკაციები.

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შესაძლოა მოინდომონ, რომ ჩაშალონ არჩევნები, მეც მაქვს. რეალურად, ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს იმის რესურსი, რომ კონკურენციისა და ნორმალური არჩევნების პირობებში წარმატებას მიაღწიოს. ერთადერთი ბერკეტი რჩებათ, რომ წყალი აამღვრიონ და სიტუაცია დაძაბონ. ალბათ, არის მოსალოდნელი, რომ ალაგ-ალაგ იყოს პროვოკაციები, თუმცა არ მგონია, ამან სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე”, – აღნიშნავს გოგლა ჟვანია.

შეკითხვაზე, არის თუ არა უკვე გარკვეული დარღვევები საარჩევნო უბნებზე, ჟვანიამ განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები მოისმინა.

“მე საქმის კურსში ვარ ბარამიძის განცხადებაზე. როდესაც განცხადებას აკეთებ, ამის დამამტკიცებელი საბუთები უნდა მოიტანო, ზედაპირულად  საუბარი ყველაფერზე შეიძლება. მან ისაუბრა, რომ ხდება მათი მომხრეების დაშინება უშიშროების მხრიდან. მე ნამდვილად არ მაქვს ეგეთი ინფორმაცია. დღევანდელ ხელისუფლებას ამის არანაირი საჭროება არ აქვს, სურვილზე აღარ მაქვს ლაპარაკი, განსხვავებით ჩვენი წინამორბედებისგან. ჩვენ რეალურად გვინდა დემოკრატიის შექმნა”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

არჩევნები გარდაბნის საარჩევნო ოლქში 64 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ს შეადგენს. კენჭისყრის პროცესს 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
199 ნახვა