EBRD საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების მექანიზმები განიხილეს.


შეხვედრაზე, ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
EBRD-ის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები
96 ნახვა