ცესკოს საბოლოო მონაცემებით, გარდაბანის გამგებლის არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ასეთია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემები. ცესკომ ყველა – 64-ვე უბანზე მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა.

ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70,15%-ი მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა – 6851.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.

 

,,ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები
77 ნახვა