მარკ ცუკერბერგი, ერთ დღეში, 6,2 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა

Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში, ერთი დღის განმავლობაში, ორი პუნქტით დაწინაურდა, – აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.

47,6 მილიარდი აშშ დოლარით იგი რეიტინგის მეექვსე ადგილს იკავებს. სულ რაღაც ერთი დღის განმავლობაში, ცუკერბერგის ქონება, სოციალური ქსელის აქციების ღირებულების გაზრდის გამო, 6,2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

მილიარდერების რეიტინგში ცუკერბერგმა Koch Industries-ის თანამფლობელ ჩარლზ და დევიდ კოჰოვებს გაუსწრო. სოციალური ქსელის დამაარსებელზე მდიდარი, ახლა მხოლოდ 5 ადამაინია – Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი, Inditex-ის დამაარსებელი ამანსიო ორტეგა, ინვესტორი უორენ ბაფეტი, Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი და სატელეკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმი.

 

,,აიპრესი

მსგავსი სიახლეები
203 ნახვა