პროვოკაციების მიუხედავად, ოქტომბერში სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ

“როგორც იცით გუშინ ჩატარდა გარდაბანში არჩევნები. მინდა, რომ ყველა დამკვირვებელ, არასამთაბრობო ორგანიზაციას მადლობა ვუთხრა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გამარჯვებულს გამარჯვება მივულოცო, ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი გარდაბანში არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებსაც გამოეხმაურა და მმართველი ძალის მხარდამჭერებს მოუწოდა, “ტემპერატურა დაწიონ”.

“ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა სარჩევნო უბნების გარეთ, და მოვუწოდო ყველა მხარეს, მათ შორის რა თქმა უნდა უნდა, მმართველი ძალის, ჩვენს მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემტერატურა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და მიუხედავად მოსალოდნელი პროვოკაციებისა, მმართველ ძალას აქვს პასუხისმბელობა, ეს არჩევნები სამართლიანად ჩატაროს.

“ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში, მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანევსი არჩევნები, რომლებმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც ვართ ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა და შევძლოთ, ისეთი ურთიერთობა, მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რომელიც შეიძლება წამოვდიდეს და ვიღაცას შეიძლება მართლაც და აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლლობა, მმართველ ძალას, რომ ჩვენ ჩეგვილია ჩატავაროთ მართლაც და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

,,აიპრესი

მსგავსი სიახლეები
94 ნახვა