ევროპოლი – ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული

ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული, – ამის შესახებ ევროპული მედია “ევროპოლზე” დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაკარგული მცირეწლოვნების უმრავლესობა შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს.
“ევროპოლის” წარმომადგენლის, ბრაიან დონალდის თქმით, მცირეწლოვნები მიმღებ ქვეყანაში დარეგისტრირების შემდეგ გაუჩინარდნენ. მხოლოდ იტალიაში 5 000 ბავშვი დაიკარგა, შვედეთში კი – 1 000.
“არ იქნება გონივრული ვთქვათ, რომ ჩვენ 10 000-ზე მეტ ბავშვს ვეძებთ, ყველანი ექსპლუატაციის მსხვერპლი არ იქნება. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ისინი სად არიან, რას აკეთებენ და ვისთან ერთად არიან”, – განაცხადა ბრაიან დოლანდმა.
ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში დაახლოებით 26 000 ბავშვი ჩავიდა თანმხლები პირების გარეშე. ევროპოლის მონაცემებით კი, ევროპაში ჩასული მიგრანტების 27 პროცენტი არასრულწლოვანი იყო.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს უფრო მეტი ნაბიჯები გადადგან მიგრანტი ბავშვების დასაცავად.

 

,,ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები
129 ნახვა