დონალდ ტუსკი და დევიდ ქემერონი, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და დიდი ბიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები კირას, 31 დეკემბერს გაიმართა, – წერს Reuters-ი.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა ბრიტანელი პრემიერმინისტრის დევიდ ქემერონის რეზიდენციაში გაიმართა და ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულებისთანავე, ტუსკმა განაცხადა, რომ “შეთანხმება არ მოხდა”.

მოგვიანებით, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, თავის ოფიციალურ Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკება კიდევ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება და აღნიშნული დრო, გადამწყვეტი იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტუსკმა განაცახადა, რომ განიხილება ყველა ის ოთხი პუნქტი, რომელიც იმ პრეტენზიებს მოიცავს, რაც დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირთან მიმართებაში აქვს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თავადაც წამოაყენებს პირობებს.

“ფუნდამენტალურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, არანაირი კომპრომისი არ იქნება”, – აღნიშნა მან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი დევიდ ქემერონმაც გააკეთა, თუმცა ბევრად უფრო პოზიტიურად შეაფასა.

“შეხვედრამ კარგად ჩაიარა. იგი თანახმაა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მანამ, სანამ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები არ გამოქვეყნდება”, – წერს ბრიტანეთის პრემიერი თავის ოფიციალურ მიკრობლოგში Twitter-ზე.

 

,,აიპრესი

მსგავსი სიახლეები
105 ნახვა