სიმართლე…

მე და ჩემი მეგობარი როცა ვსაუბრობთ, სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და საბოლოო დასკვნამდე როცა  მივდივართ, ვამბობთ რომ ყველას თავისი სიმართლე და ჭეშმარიტება აქვს მაგრამ  კითხვაზე მაშინ რატომ, რისთვის ვკამათობთ, პასუხი ბუნდოვანია… სად არის სიმართლე, როგორ უნდა მოვიპოვოთ და დავამტკიცოთ ის… სიმართლე რომელიც ყველას თავისი აქვს ? !

სულ ახლახანს გამოსული ჯეიმს ვანდერბილთის ფილმი “სიმართლე”  უფრო მძაფრად გაგრძნობინებს მისი  დამტკიცების მნიშვნელობას და სურვილს. დრამა , ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, მერი მეიპსის წიგნზე  ” სიმართლე და ვალდებულება”(„Truth and Duty”) -ზეა დაფუძნებული და რეალურ ისტორიას “Rathergates” სკანდალის  შესახებ მოგვითხობს.
როდესაც CBS-ის ჟურნალისტმა დენ რაზერმა  და მისმა პროდიუსერმა მეიპსმა  აღმოაჩინეს სკანდალური ინფორმაციები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ვიეტნამის ომის შესახებ. მაგრამ, როდესაც დამტკიცდა, რომ მათ ეს საბუთები არ ჰქონდათ საკმარისად კარგად შემოწმებული მათი კარიერა დამთავრდა.

საინტერესოა ჟურნალისტიკის პიონერის დენ რაზერის (დანიელ შორი) დამოკიდებულება,რომელმაც CBS-ში ოცწლიანი ჟურნალისტური საქმიანობა CNN-ში განაგრძო. ისიც ტოვებს  ტელევიზიაში წამყვანის პოსტს და საზოგადოებას პირდაპირ ეთერში შეცდომისთვის ბოდიშს უხდის, ეს კი მისთვის დასასრულს ნიშნავს.

Truth-Film5

მერი მეიპსი, რომელიც ცდილობს შეაგროვოს მტკიცებულებები იმის შესახებ იმუშავა თუ არა ჯორჯ ბუშმა პატიოსნად სამხედრო ნაწილში იქამდე სანამ პრეზიდენტად იყრიდა კენჭს,  ბოლოს კარიერას კარგავს და ჟურნალისტად მუშაობის უფლებას ართმევენ,რადგან საბუთები,რომელიც მან და მასთან ერთად მომუშავე ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ნამდვილი არ იყო. ასლი და ხელნაწერი განსხვავდებოდა ძველი დროისგან და ამ დროში , ვორდის ფაილში აკრეფილს გავდა. თუმცა მათ სჯეროდათ თავიანთი სიმართლის,რადგან არ გაუყალბებიათ საბუთები,ჰყავდათ წყარო,რომელმაც მეიპსი მოატყუა,თუმცა საკამათოა მერის დამოკიდებულება, შეეძლო უფრო ღრმად ექექა და გაეგო რომ ეს საბუთები მყარი მტკიცებულება არ იყო ჯორჯ ბუშის ნამდვილი სახის საზოგადოებისთვის  ჩვენებისთვის . ცალკე საკითხია მერი მეიპსის ოჯახი,როცა ალკოჰოლიკი მამა ხშირად სცემდა ბავშვობაში. აქაც ბავშვობის დაღი მერის ტრავმას კარგად აჩენს.

truth_still
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შესახებ სკანდალური ინფორმაციის გაშვების შემდეგ სიუჟეტს კრიტიკა მოჰყვა ბლოგერების მხრიდან, ისინი ამტკიცებდნენ,რომ საბუთები,რომელიც სიუჟეტში იხილეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აქედან იწყება გამოძიება, მერი მეიპს საბჭოზე წარდგენა და სიმართლის დამტკიცება უწევს. ის თავის სათქმელს ამბობს,მიუხედავად იმისა,რომ მისი ადვოკატი აფრთხილებს, საბჭოს წინაშე ზედმეტი ლაპარაკი გამოუსწორებელი შეცდომაა. მეიპსი თავისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დაიწყებს საუბარს:
– არ აპირებთ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე მკითხოთ?
-უკაცრავად?
-სხვებს კითხეთ თუ რისი მჯერა, მე არ უნდა მკითხოთ?
-იმ ხალხის უმრავლესობა ვინც თქვენთან მუშაობს ლიბერალად მიგიჩნევთ.
-იმის თქმა გინდათ,რომ ახლა ან ოდესმე ლიბერალი ვიყავი?
-ეს კარგი კითხვაა
– მე არ მწამს ეტიკეტების, ჩემი აზრით უმრავლესობას შეხედულბებების ნაზავი აქვს .
-ჩვენ მაგაზე არ ვსაუბრობთ.
– აბა რაზე ვსაუბრობთ?
– ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს მიერ თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და სამსახურის არევაზე.

–  არა მსგავსი არაფერია….

truth11
იცით რა სჭირდება საბუთების ასეთ გაყალბებას? ამას დასჭირდებოდა გამყალბებელი, რომელსაც ზედმიწევნით ეცოდინებოდა 1976 წლის სამხედრო წესები და წესდებები. რეგულაციები და აბრევიატურები, მას უნდა სცოდნოდა ბუშის სპეციალური ჩანაწერები ზედმიწევნით,რათა არცერთი ჩანაწერი არ გადაკეთილიყო.ტეხასის ეროვნული გვარდიის ყველა პილოტი უნდა სცოდნოდა იმ დროინდელი არამხოლოდ მათი სახელები, არამედ მათი შეხედულებები და დამოკიდებულებები, იმის გათვალისწინებით თუ როგორ უდგებოდნენ ერთმანეთს.ასევე უნდა სცოდნოდა,რომ პოლკოვნიკი კილიანი ინახავდა საკუთარ ჩანაწერებს პირველ რიგში თავისთან ..მას უნდა სცოდნოდა რას ფიქრობდა კლიენი იმ დროს და კონკრეტულად მის ზედამხედველობასა და ლეიტენანტ ბუშზე.მას უნდა სცოდნოდა  ან ესწავლა  ყველაფერი ,რათა ჩვენ გავესულელებინეთ როგორც თქვენ ამტკიცებთ ამას. ახლა კი თქვენ მართლა ფიქრობთ,რომ კაცი ვინც იყენებს ამდენ დროსა და სიზუსტეს წავა და ყველაფერს მაიკროსოფტ ვორდში აკრეფს?
ჩვენი ისტორია იყო იმაზე მართლაც პატიოსნად იმსახურა თუ არა ბუშმა , ამაზე საუბარი კი არავის სურს. ყველას უნდა საუბარი შრიფტზე, გამყალბებელზე და შეთქმულების თეორიებზე , რადგან ზუსტად ამას აკეთებს დღეს ხალხი,როდესაც ისტორია არ მოსწონს. ისინი ურთიერთობენ და ყვირიან, გეკითხებიან პოლიტიკურ შეხედულებებზე , ობიექტურობაზე, ჯანდაბა , შენს ადამიანურობაზე და ისინი ღმერთს შესთხოვენ,რომ სიმართლე ამ შერკინებაში დაიკარგოს და როდესაც ყველაფერი დასრულდება ისინი კი ამდენს ყვიროდნენ და წიოდნენ, ჩვენ ვერ ვიხსენებთ რაში იყო საქმე. 
-თუმცა თქვენ ვერ დაამტკიცეთ ბენ ბარსმა მიიყვანა  თუ არა ბუში გვარდიაში…არ დაგიმტკიცებიათ ჩანაწერების უტყუარობა. მტკიცებულებების ტვირთი თქვენზეა…
– ბენ ბარსმა აღიარა ,რომ თავისი ძალაუფლება გამოიყენა ,რათა ტეხასის ერთ-ერთი უმდიდრესი და პრივილეგირებული ოჯახის შვილის ტრაკი შორს ყოფილიყო ვიეტნამისგან…

-როგორც პაპაი ამბობდა, მე ვარ ის რაც ვარ…
-მე ვიტყოდი, ჭეშმარიტება ჩვენს თავშია, თუმცა პაპაიც უხდება…

truth-movie-dan-rather

გარდა ჟურნალისტური გამოძიებისა და შეცდომისა,კარგად ჩანს ამ სფეროში მუშაობის რისკი, საფრთხე და ბრძოლა.
ახალგაზრდა ჟურნალისტი,რომელიც მერი მეიპსის გუნდთან ერთად მუშაობს დენ რაზერს ეკითხება :
-რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– ცნობისმოყვარეობა… ეს ყველაფერია.. და შენ?
– მე…. მე თქვენს გამო….

 

ნინი ელიკაშვილი

მსგავსი სიახლეები
773 ნახვა