გედევან ფოფხაძე: რუსეთთან უკეთესია დიპლომატიის ბოლო რესურსის გამოყენება, ვიდრე ომის წარმოება

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გაზეთ ,,ახალ თაობასთან” რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასა და ჰააგის სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

გედევან ფოფხაძე: უნდა ვეძებოთ გზები რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, არ შეიძლება ისეთი პოზიციის დაკავება, რომ რუსეთი მტერია და არ შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება. ყოველთვის უკეთესია დიპლომატიის ბოლო რესურსის გამოყენება, ვიდრე ომის წარმოება და დაპირისპირება ვინმესთან. ჩვენ გვინდა, ობიექტური ჭეშმარიტება მესამე მხარემ დაადგინოს, ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს.

ნებისმიერი საერთაშორისო აქტი, მით უმეტეს ჰააგის სასამართლოს სამართლებრივი აქტი, ჩვენთვის გარკვეული სამართლებრივი გარანტიაა, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის საბოლოო ანექსია.

მხოლოდ ეს აქტი საკმარისი არ არის. ამისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ წინაპირობები. საბოლოო ჯამში რუსეთს რა დაახევინებს უკან? მსოფლიო პოლიტიკა ვითარდება და რუსეთიც დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მას მოუწევს იყოს არა ევროპის ჟანდარმი, არამედ მსოფლიოს საერთაშორისო  პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მოუწევს აღიაროს ის წესები,  რომლების საერთაშორისო პოლიტიკაშია დამკვიდრებული.

მსგავსი სიახლეები
330 ნახვა