გიორგი მარგველაშვილი – ,,გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა

“გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები ახსენა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.

“გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო – “გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამიტომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ჩვენს სტრატეგიულ მიზანს – “საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში – ევროპულ სახელმწიფოთა დიდ თავისუფალ გაერთიანებაში”.

 

,,ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები
86 ნახვა