პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია ,,მაესტრო”-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებას რომელიც მან facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, live24 უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა.“

მსგავსი სიახლეები
108 ნახვა