რა წერია კანონპროექტში ,,რელიგიური გრძნობების” შესახებ და რა თანხის გადახდა მოგვიწევს მღვდლების კრიტიკისთვის?

ორი დღეა საზოგადოების დავის საგანი კიდევ ერთი პროექტია, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას “ფასიანს” ხდის. საქმე ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასა და დამატებას, რომლის გამოც ყველა შფოთავს, მაგრამ ცოტას თუ წაუკითხავს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დაემატოს 1661-ე მუხლი.

უნდა ითქვას, რომ გაეროსა და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტების დასკვნით, მთავრობები მკრეხელობის შესახებ კანონით სჯიან ადამიანებს, სასამართლოს ჩინოვნიკებს აძლევენ საშუალებას, გამოიყენონ იგი ბინძური მიზნებისთვის. იგი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებას, როგორც არბიტრს, რელიგიური ჭეშმარიტების დასადგენად და უფლებას აძლევს თანამდებობის პირებს, თავისი რელიგიური შეხედულებების მიხედვით განსაჯონ სხვაგვარად მოაზროვნე ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი პირები.

ადამიანის უფლებათა დაცის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძეს აქვს გარკვეული შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით: „ჩვენ მთლიანად ინიციატივა დადებითად შევაფასეთ, მაგრამ დასკვნაში ყველა  შენიშვნაც ჩავწერეთ. კანონს მხარს ვერ დაუჭერს, თუ არ გამოირიცხება საფრთხე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეიძლება შეექმნას. არის იმის ალბათობაც, რომ ამ მუხლმა პრაქტიკაში საერთოდ არ იმუშაოს, მაგრამ თეორიულად, შესაძლოა, გაამართლოს, რადგან სახელმწიფო ვალდებულია, ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ დაუშვას. ამ კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. შესაძლოა, მან მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე სარგებელი მოიტანოს“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

გაზეთი ,,ვერსია”

მსგავსი სიახლეები
98 ნახვა